logo
ENG



"ოცნების" ყრილობის დროს დაკავებული აქტივისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

16 იან 202116:24
3 წუთის საკითხავი
 
Formula/Vakho Kareli

"ოცნების" ყრილობის დროს დაკავებული ცხრავე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

9 აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობას (116-ე მუხლი) და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი). ედავებოდნენ. 

აქტივისტები მაშინ დააკავეს, როცა შლიდნენ პლაკატს წარწერით "არჩევნები მოპარულია". პოლიციამ მათ ამის გაკეთების საშუალება არ მისცა. 

დაკავებულთა შორის იყო ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, საზოგადოება 2020-ის დამფუძნებელი გიორგი მუმლაძე. როგორც თავად თქვა, დაკავების დროს მას პოლიციელმა ხელიც დაარტყა. 


close დახურვა